საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა “ურმულმა” ქართული ტრადიციული მუსიკალური ნომრები შეასრულა.
ცნობისთვის- კვინტეტ “ურმულის” რეპერტუარი წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის ფართო სპექტრს, მელოდიებსა და პოლიფონიურ მრავალხმიანობას, რომლებსაც ადრეულ შუასაუკუნეებამდე მივყავართ.
კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.