ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში N16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს გააცნეს.
2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა გამართული შეხვედრის ფარგლებში მიაწოდეს.
საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრა, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პირადად გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.