World Vision საქართველო უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა, რომლის მიზანია ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემების გაძლიერება საქართველოში.
პროექტი ემსახურება ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც მოიზარებს:
- მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე;
- ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;
- სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.
დეკემბრის თვეში დაავადებათა პრევენციისთვის არსებული უფასო სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტში თემის ლიდერებისთვის, სათემო ცენტრებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მუშაკების, დღის ცენტრისა თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და COVID-19/სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებების შესახებ (მათ შორის ორსულობის, ძუძუთი კვებისა) და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მათ პრევენციაზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვით პრევენციულ პროგრამებზე (მ.შ. იმუნიზაცია და სკრინინგი).
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილებისა და სკოლამდე აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელები, თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით კი, ა(ა)იპ „ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ მათ საჭიროებებზე მორგებული მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაეწია და სხვადასხვა საჭიროების ინვენტარი გადაეცა. ინვენტარის გადაცემის პროცესს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.