ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ, მაია კვეზერელი-კოპაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან და ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 ბენეფიციარს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”, რომელიც 32 წელზე მეტია არსებობს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში.