Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტში დიდ ეკრანზე ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური...

ყვარლის მუნიციპალიტეტში დიდ ეკრანზე ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა

ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენი” და იტალიის “ინტერი” დაუპირისპირდა.

ფინალის ტრანსლაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ყვარლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრა საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენი”-ს ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, სადაც მეოთხე გოლის ავტორი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.