ლამაზი საღამო აჩუქა ყვარლელ მელომანებს ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა საესტრადო ანსამბლმა „ნანინამ“ და „ჰარმონიამ“ ნანა ჩიხიაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამა _ გაიღრმავე ცოდნას ფარგლებში არსებული გიტარის წრის მუსიკოსები.
შესრულდა ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ჰიტები.
კონცერტის მხარდამჭერები : ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი – გივი ზაუტაშვილი ; კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი – მაია ზარდიაშვილი. საღამოს უძღვებოდა მანანა ავაზაშვილი.
მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას.
კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.