უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინულ მთავარ და შიდა საუბნო გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
გაწმენდის სამუშაობი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომ გზებზე გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი გაწმენდის სამუშაო პროცესს ადგილზე აკვირდებოდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით.