Home რეგიონი ყვარლის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა

ყვარლის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2023 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისებისთვის“, რომლის მიზანია ყვარლის
მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, არსებული საჭიროებების გამოვლენა, კანონის იმპლემენტაციის მონიტორიგი და ადვოკატირება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში შეიქმნა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად შედიან შშმ პირები, შშმ ბავშვების მშობლები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

ტრენინგი ჩატარდა საბჭოს წევრებისთვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოს სტრუქტურისა და უფლება-მოვალეობების დეტალური გაცნობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები და საბჭოს როლი მოდელებთან მიმართებაში. მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ კონვენციას და კონვენციის პრინციპებს. ერთ-ერთ საკითხს კი წარმოადგენდა მუნიციპალურ პროგრამებში მისაწვდომობის ბარიერების იდენტიფიცირება, პრევენცია და აღმოფხვრა.

ცნობისთვის, პროექტი მხარდაჭერილია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.