კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და მოსაცდელები სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. სამუშაობს “ყვარელსერვისის” სამსახური ახორციელებს.
ყვარელში შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს სისტემატიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გამო არსებულ საფრთხეებზე , თვითიზოლაციისა და წესების დაცვის მნიშვნელობაზე.
“კორონავირუსუს გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, საპროექტო კომპანიებში დასაქმებულ პირებს, მიეცათ რეკომენდაციები და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მოხალისეთა ჯგუფების მიერ მუდმივად ხორციელდება მათზე კონტროლი”- განაცხადა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.
ამ მუნიციპალიტეტში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებები.