Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი საესტრადო ანსამბლ „ანა-ბანას“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი საესტრადო ანსამბლ „ანა-ბანას“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში საესტრადო ანსამბლ „ანა-ბანას“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო.

ანსამბლ „ანა-ბანას“, რომელსაც მაია მამულაშვილი ხელმძღვანელობს, დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო კონცერტში ანსამბლის ყველა თაობის მომღერალი იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.