Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ყვარელში “ილიას ტბაზე” მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ყვარელში “ილიას ტბაზე” მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე ქალაქ ყვარელში, “ილიას ტბაზე”, მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრნენ, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის – “არა ნარკოტიკს” ფარგლებში გაიმართა.

ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებაა.

ტურნირში, ყვარლის მუნიციპალიტეტიდან 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას. I ადგილზე ქალაქ ყვარლის საფეხბურთო კლუბი „დურუჯი“ გავიდა, II ადგილზე – სოფელ შილდის გუნდი, ხოლო III ადგილი სოფელ წიწკანაანთსერის გუნდმა დაიკავა.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი კახეთის პირველობაზე ითამაშებს.