ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვალერი გოქსაძე და გიორგი ქოქიაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის, ირაკლი მათიკაშვილის წიგნის – „აისიდან-დაისამდე” – პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც ავტორმა შვილიშვილებს მიუძღვნა.
წიგნში ავტორის მიერ მოთხრობილია ლეგენდარული ფოლკლორული ანსამბლის – „რუსთავის” დაარსების ისტორია, მათი პირველი საზღვარგარეთული გასტროლების შთაბეჭდილებები, ანსამბლის დამაარსებლის – ანზორ ერქომაიშვილის, აგრეთვე ჰამლეტ გონაშვილის, მამია ხატელიშვილისა და სხვა ეპოქალური ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა.
ფილმის ჩვენებას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.