Home რეგიონი სიღნაღი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლს...

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლს დაესწრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლს – “უკანასკნელი თოლია” დაესწრო.

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში სპექტაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდინახემ” წარადგინა.

წელს, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში რვა ქართული და ოთხი უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს – თურქეთიდან, რუმინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის მიზანი ქვეყანაში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერაა. სპექტაკლების პარალელურად, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სასცენო ხელოვნებას ეუფლებიან.