საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვალერი გოქსაძემ, თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში საგალობელი შეასრულა ანსამბლმა “ყვარელმა”.