ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვარელში, დურუჯის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
დურუჯის ქუჩაზე დაგეგმილია 2 350 მეტრი ასფალტის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარია.
ასევე, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დაიგება 1 500 მეტრი ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტის ღირებულება 664 411 ლარს შეადგენს.
კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე კი 906 მეტრი ასფალტი მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 1 291 897 ლარია.
სამივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.