ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან ერთად, სოფელ შოროხსა და სოფელ თივში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ შოროხში 898 მეტრი სიგრძის გზაზე ეწყობა ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 464 737 ლარს შეადგენს.
სოფელ თივში ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით იგება 774 მეტრი სიგრძის გზაზე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 450 490 ლარია.