Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ავტოკატასტროფაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ავტოკატასტროფაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასპორტო სკოლის დარბაზში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების – აჩიკო აჯიაშვილის, გიორგი თავგორაშვილისა და გურამ ბაღაღოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის რაიონული ტურნირი გაიმართა.

ტურნირს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

შეჯიბრში 12 გუნდი მონაწილეობდა. I ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის გუნდმა, II ადგილზე – სოფელ საბუის გუნდი, ხოლო III ადგილზე ყვარლის გუნდი გავიდა.

საპრიზო ადგილების მფლობელებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.