ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ახლად რეაბილიტირებული მთავარი ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
მერი მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მკითხველების წარმოდგენასაც დაესწრო, რომელზეც ბავშვებმა სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟები განასახიერეს.
მერთან ერთად ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში ყვარლის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა(ა)იპ კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი იმყოფებოდნენ.