Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა შეხვედრა ჩაატარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა შეხვედრა ჩაატარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, აღინიშნა მიმდინარე ინფტასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელობა, ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა.