სოფელ ზინობიანისა და ჭიკანის მოსახლეობა საძოვრების მამულად გასხვისებას აპროტესტებს და ადგილობრივ ხელისუფელბას რეაგირებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, საიჯარო ხელშეკეულებით საძოვრებს და სასლფლო სამეურბეო დანიშნულების ტერიტორიებს წლებია იყენებენ. თუმცა, გაფთხილების გარეშე,ჰექტორიბით მიწა კერძო პირს მიჰყიდეს.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი გამოჩენას ხმაური მოყვა. ერთ-ერთ ადგულობრივმა გიორგი ბოტკოველს, წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ტერიტორიბი შეახსენა და საკითხით პოლიტიზირებისაგან თავის შეკავება მოსთხოვა. თუმცა, ბოტკოველმა მას სუსის აგენტი და პროვოკატორი უწოდა. ოპოზიციონერმა, მოსახლეობას სამართლებირი დახმარება დაპირდა, ხელისუფლება კი ტყუილში დაადანაშაულა.
ადგილზე იმყოფებოდა, ყვარილოს მუნიციპალიტეტის მერიც. როსტომ სესიაშვილმა განუმარტა, რომ საკითხი თითქმის მოგვარებულია და ოპოზიციონერები პოლიტიკურ ქულებს იწერენ. ცნობისთვის, საუბარია საიჯრო ხელშეკრულებით 2000 წლიდან, 49 წლით დაკნონებულ მიწებზე. რასაც მოსახლეობა საძოვრად იყენებედდა და ყოველქლირ თანხასაც იხდიდა. წესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.