დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ახალსოფლის თემის მაჟორიტარ კახა ასისტიშვილთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ გიგა წიწრიაშვილთან ერთად, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს მერის წარმომადგენლის პოზიციაზე ოთარ ჩუბინიძე წარუდგინა.
ამასთანავე, მიმოიხილეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.