Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა!

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკთან“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად უერთდება- „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად გამართულ აქციას, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ აღნიშნული აქციით ჩვენ გვექნება უანგარო დონაცია, რაც არაერთი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი გახდება.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა.