Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებთან დაკავშირებით.