ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება „ქართველის“ ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო „ლურჯი აპრილი“ გაიმართა.
ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შემოქმედებით საღამოში მარიამ იორდანიშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, მიშო სულუხია, ნიკა კუბლაშვილი, იოანე ქართველი, ჩიხიაშვილების ოჯახი, ანსამბლი ,,ნანინა“, ელდინო საღარაძე და ზვიად დოლიძე მონაწილეობდნენ.