Home რეგიონი ყვარელი ყვარელში სოფლის დახმარების პროგრამა დაიწყო

ყვარელში სოფლის დახმარების პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 830 000 ლარი განისაზღვრა.

2025 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 5 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.

13 თებერვალი:

ჩანტლისყურე – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში;

ზინობიანი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში;

წიწკანაანთსერი – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში;

კუჭატანი – 14:15 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.

14 თებერვალი:

ალმატი – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში;

შაქრიანი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში;

გრძელიჭალა – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.