Home რეგიონი ყვარელში საახალწლო სამზადისი გრძელდება

ყვარელში საახალწლო სამზადისი გრძელდება

ყვარელში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე აქტიურად მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და სკვერის საახალწლო ილუმინაციებით გაფორმება.

23 დეკემბერს, 18:30 საათზე, გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, რომელიც ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტით დასრულდება.