Home დღის ამბები ყვარელში მოქალაქეებს მასობრივ თერმოსკრინინგს უტარებენ

ყვარელში მოქალაქეებს მასობრივ თერმოსკრინინგს უტარებენ

მას შემდეგ, რაც ყვარელში კორონავიურისის შემთხვევა დაფიქსირდა, მოქალაქეებს მასობრივ თერმოსკრინინგს უტარებენ . ამ პროცესში ჩართულია მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და სოფელში მერის წარმომადგენლები.

” მოსახლეობა ამ ვითარებას გაგებით მოეკიდა. დავდივართ კარდაკარის პრინციპით, ქალაქსა და თუ სოფელში მოსახლეობას ვუტარებთ თერმოსკრინიგს, რა დროსაც ასობით ადგილობრივი უკვე შემოვამოწმეთ. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომის მქონე მოქალაქე არ გამოვლენილა,“- განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნინო ხუციშვილმა.

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდგინეს. საცხოვრებელი სახლის ეპიდემიოლოგებმა გუშინ შეამოწმეს, რის შემდეგაც 50 წლის ქალი შვილთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის სხვა წევრები კი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია