სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრები გრძელდება. ყვარელში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.
მათ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ილია თამარაშვილის განცხადებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პროგრამები სოფლად დამატებითი ღირებულებების შექმნას, სამუშაო ადგილების გაჩენას და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.
წყარო: https://report.ge/society/qvarelshi-mosakhleobas-soflis-meurnoebis-ganvitarebis-programebi-gaatsnes/?fbclid=IwAR0x5iKHqizbnfw_ePABmxLPpAy_j5_XSg9Yt64KdpUIenXsxsxxTdbyGZ8