Home რეგიონი ყვარელში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

ყვარელში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში გური ბაღაღოშვილის, გიორგი თავგორაშვილის, აჩიკო აჯიაშვილისა და თამუნა ხარებაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

პირველი ადგილი ყვარლის გუნდმა ,,იანგ ბოისმა“ , ხოლო მეორე ადგილი – ,,ლესტერმა“ დაიკავა.

ცნობისთვის, გამარჯვებულებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა თასები, მედლები და სიგელები გადასცა.