Home დღის ამბები ყვარელში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ყვარელში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ქ. ყვარელში, კუდიგორის ქ. #2-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ საკითხზე მათ შორის:

მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, სამეზობლო და საოჯახო დავები, ჯარიმები და ა.შ. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანიზაციაა.