Home რეგიონი ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წლისთავი აღნიშნეს

ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წლისთავი აღნიშნეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წლისთავი აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო, წელს „ილიაობა“  მოკრძალებულად აღინიშნა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი ყვავილებით შეამკეს. სახელმწიფო მუზეუმის ეზოში სასულიერო პირებმა წმინდა ილია მართლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ლიეტუვისა (პლუნგეს მუნიციპალიტეტი) და ლატვიის რესპუბლიკების (ტუკუმსის მუნიციპალიტეტის) წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.