Home რეგიონი ყვარელი ყვარელში “ილიას ტბაზე” რეგიონული შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთში

ყვარელში “ილიას ტბაზე” რეგიონული შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ. ყვარელში, “ილიას ტბაზე”, რეგიონული შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთში.

ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ლელიანის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა სოფ. გავაზის საჯარო სკოლა.

გოგონებს შორის I ადგილი დაიკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა.

შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.