Home რეგიონი ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 8 ნოემბერს, ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიდან გაიმართება:

12:00 – ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა;

13:00 – წმინდა ილია მართლის პარაკლისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.

პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება გაუქმებულია.