Home რეგიონი ყვარელი ყვარელში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ყვარელში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში გაიმართა, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, პოეტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საღამოს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.