Home დღის ამბები ყვარელში, ახალგაზრდები ხანდაზმულების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ყვარელში, ახალგაზრდები ხანდაზმულების დასახმარებლად გაერთიანდნენ

კორონავირუსის პრევენციის გამო საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში, ყვარელში, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ხანდაზმულების დასახმარებლად გაერთიანდა.

ინიციატივის ავტორების თქმით, სამომხმარებლო კალათა, რომელიც შაქარს, ფქვილს, კარაქს, ბურღულეულს , კვერცს, ზეთს, თევზს და ტკბილეულს მოიცავდა , 50-მდე ოჯახს საჩუქრად უკვე გადაეცა.

მოხალისეთა ჯგუფების მიერ რეგიონის მასშტაბით სასურსათო კალათების დარიგება პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სისტემატიურ რეჟიმში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.