Home რეგიონი ყვარელი ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.