Home დღის ამბები ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

სოფელ ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა , გზიდან გადავიდა და სკამზე მჯდომ მოქალაქეებს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებით მოხვდა. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.