Home ბლოგი ქურდობა დედოფლისწყაროში – დაკავებულია ორი პირი

ქურდობა დედოფლისწყაროში – დაკავებულია ორი პირი

ქურდობა დედოფლისწყაროში – დაკავებულია ორი პირი. მათგან ერთ- ერთი, ზაზა ჭინჭარაულია, რომელიც კახეთის ყოფილი გუბერნატორისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.ის წლების განმავლობაში მასთან საწყობში მუშაობდა და პარალელურად, სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მამაკაცი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც დაქირავებულ საწყობში მოპარულ ქერს ცლიდნენ. მათივე თქმით, ყოფილმა გუბერნატორმა შემთხვევას სამეთვალყურეო კამერებით მიადევნა თვალი. როგორც mak.ge- სთვის გახდა ცნობილი, ყოფილი დეპუტატი ამბობს, მას უკვე დაუბრუნეს ზარალი, რომელიც დაახლოებით 23 ტონამდე ქერის მარცვალია და ამ ფაქტის გამო, შიოლაშვილი არ ჩივის.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.