ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრო.
ტრენინგი – ,,ქონების მართვის ელექტრონული პროგრამა eproperty.ge“ ლაგოდეხის მერიისა და ა(ა)იპ-ის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მისი მიზანი აქტივების აღრიცხვასა და მართვაში საფინანსო და ქონების მართვის სამსახურების ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც შესაბამისი სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.