გურჯაანის სავადმყოფოში მოთავსებული,ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
ექიმის თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ამავე სავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო ბრალდებული. 24 წლის ივანე ნოზაძემ,ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანენები მიიყენა,რის გამოც და ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ბრაალს სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით წარუდგენენ. მკვლელობა გურჯაანისუმიციპალიტეეტოს სოფელ ვეჯინში გუშინ მოხდა.
ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილი მოკლა შემდეგ კი ცოლი დაჭრა.
პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს.