Home დღის ამბები ქველმოქმედი პოლიციელი, რომელიც ათობით მარტოხელას პურს უფასოდ ურიგებს

ქველმოქმედი პოლიციელი, რომელიც ათობით მარტოხელას პურს უფასოდ ურიგებს

ქველმოქმედი პოლიციელი, რომელიც ათობით მარტოხელას პურს უფასოდ ურიგებს

Mak.ge მოგიყვებათ ისტორიას, რომელიც რიგითი პოლიციელის ქველმოქმედებას და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ეხება. ჩვენ გაგაცნობთ პოლიციელს, რომელმაც გადაწყვიტა ათობით ადამიანის მძიმე სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.
საგანგებოს მდგომარეობის ფონზე და კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ ბევრი შეზღუდვა და აკრძალვა დააწესა, თუმცა ახალი რეგულაციები არ შეხებია მოქალაქეებს, ვისაც სურთ აკეთონ სიკეთე და დაეხმარონ გაჭირვებულებს, რომელებსაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს.
ერთ-ერთი ასეთი ქველმოქმედი სოსო გომურაშვილია, რომელიც თბილისში პატრულ-ინსპქტორად წლებია მუშაობს, თუმცა ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან არის. პოლიციელს ბევრი არ უფიქრია და საკუთარი პურის საცხობიდან მარტოხელა 33 ადამიანებს სოფელში პურს უანგაროდ ყოველდღიურად ურიგებს. ამ პროცესში აქტიურად ეხმარება ადგილობრივი ახალგაზრდა ვალერი ბოჭორიშვილი, რომელიც მოხალისედ ჩაერთოდ და მარტოხელებთან პური ყოველ დილით თავად მიაქვს .
,,სოსო გომურაშვილს სოფლის ცენტრში აქვს თონე. დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი დახმარებოდა 33 მარტოხელა ადამიანს, რომელთა შესახებ ინფორმაცია თავად მოიპოვა. დამეთანხმებით , საკმაოდ დიდი და კარგი საქმეა. ყველა მადლიერია მისი თანადგომით. არის ასეთი ნაზო ბაკურაძე, რომელიც მარტო ცხოვრობს სახლში, სამსახურის შემდეგ ყოველდღე ისეთ დროს მიწევდა მისვლა, რომ არ იყო სახლში, თუმცა მაგიდაზე ვუტოვებდი პურს ხოლმე. ერთ დღესაც სახლში დამხვდა, მისი თვალები უნდა გენახათ, თვალცრემლიანი. ძნელია გამოვცე ის ემოცია, რომელსაც ყველა დღე ამ ადამიანებისგან ვგრძნობ და მესმის. ნაზო ბებომ მითხრა, ყოველდღე ღმერთი მჩუქნიდა ამ პურსო, გესმიით!? ასეთი წვრილმანებისგან იქმნება ბედნიერება, ასეთი ხალხი ქმნის სიყვარულს. “-ამბობს ვალერი ბოჭორიშვილი.
იოსებ გომურაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრია. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ის საპატრულო პოლიციის შექმნის დღიდან თბილისის სხვადასხვა რაიონებში, პატრულ- ინსპექტორად მუშაობს, იცავს მოქალაქეებს და აღასრულებს კანონს, რომელიც მისთვის უზანაესია, ქვეყნის სადარაჯოზე ყოფნა კი – ყველაზე დიდი პატივი.

ავტორი

მარიამ მეგრელიᲨვილი