თელავის მუნიციპალიტეტის 17.07 კისისხევის თემის ადგილობრივი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
2019 წელს სოფელ კისიხევისა და ნასამხრალის მაჟორიტარ დეპუტატს თვითმმართველობის კოდექსის თანახმად უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა რაც სისხლის სამართლის ბრალი დაუმტკიცდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის #19 ოქმის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს წევრის კისისხევი-ნასამხრალის მაჯორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
აღნიშნულ თემში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა კოვიდ პანდემიის გამო შექმნილმა საკარანტინე რეჟიმმა მაისში არჩევნების ჩატრება დროებით გააუქმა.
როგორც ცნობილია ქართულ ოცნების კისისხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მეტრეველი იქნება. მეტრეველი ამ დრომედე ვისოლის თელავის ერთ ერთ ფილიალში მენეჯერად მუშაობს.