Home რეგიონი “ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში” მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

“ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში” მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

“ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში” მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

პროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. განაცხადების მიღება 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს 300 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსებას მეწარმეებისთვის, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტსა და მარკეტინგულ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო ბაზრებზე, გარდა სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა.