29 აგვისტო-2 სექტემბერი, 2020 – ა(ა)იპ კახეთის რეგიონის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ (DMO Visit Kakheti) ქალაქ ლაგოდეხში მასპინძლობს პრეს-ტურს ქართველი მოგზაური ბლოგერებისათვის.
პრეს-ტურის განმავლობაში ბლოგერებისთვის საკმაოდ საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი: ისინი დაესწრებიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ნაკრძალი“, მოინახულებენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს და შემდგომ, მათთვის 4 დღიანი ლაშქრობა მოეწყობა თვალწარმტაც შავი კლდეების ტბაზე. ტურის განმავლობაში ბლოგერები საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გააშუქებენ ტურს და თავიანთ გამომწერებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ლაგოდეხის და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების შესახებ.
აღნიშნული პრეს-ტურის მიზანია შიდა ტურზისტულ ბაზარზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდა.
ლაგოდეხი ისტორიულ წყაროებში პირველად VIII ს-ში იხსენიება და კახეთის ამ ულამაზეს და ბარაქიან კუთხეს არასდროს დაუტოვებია სტუმარი გულგრილი.