ქალაქ გურჯაანში, ცენტრალური პარკის საფეხბურთო მოედანზე, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებსა და გურჯაანის ადგილობრივ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
უზბეკი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამართავენ.