Home რეგიონი გურჯაანი ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, კომუნიკაციების, ელექტრო ენერგიის, ინტერნეტის სადენების მიწისქვეშ მოქცევას, გარე განათების და ტროტუარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას.

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს, რისთვისაც 903 000 ლარია გამოყოფილი.