ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას დილიდან მართავენ. მოსახლება დღეს ისევ ნავთობაზასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კომპანია მუნიციპალიტეტში მოპოვებული ნავთობის გატანას გეგმავს, თუმცა ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დაზარალებულების მოთხვნები კი კვლავ უცვლელია: მოხდეს სახელფასო დავალიანებების დროულად დაფარვა და უსამართლოდ გათავისუფლებულების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა.
ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.