ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენს ორგანიზმს მისი წარმოქმნა არ შეუძლია, ამიტომ საჭიროა საკვებიდან და დანამატებიდან მისი კონცენტრაციის შევსება.
რატომ არის ფოლიუმის მჟავა ორგანიზმისთვის აუცილებელი?
მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში;
ხელს უწყობს უჯრედების სწორად დაყოფას, მათ გაზრდასა და ნორმალურ ფუნქციონირებას;
ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების(მეგალობლასტებისა და ნორმობლსტების) მომწიფებას;
მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების,პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა?
არასრულფასოვანმა კვებამ;
დაავადებებმა, რომლებიც ფოლის მჟავის შეწოვის პროცესს აფერხებს(ცელიაკია);
ალკოჰოლიზმმა;
ზოგიერთმა მედიკამენტმა
ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა:
ანემია
გულის დაავადებები
მენტალური დარღვევები
იმუნიტეტის დაქვეითება
დეპრესია
ფოლიუმის მჟავას ორსულებში განსაკუთრებული როლს აქვს. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნაყოფის ტვინისა და ნერვული მილის ჩამოყალიბებაში. მისი დეფიციტი ორსულობისას დაკავშირებულია ნერვული მილის დეფექტების განვითარება (სპინა ბიფიდა- ხერხემლის არხის არასრული დახურვა).
ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, ხილი სოკო, ხორცი.
ვინაიდან, სინთეზური ფოლიუმის მჟავა ორგანიზმისთვის უფრო ადვილად შესათვისებელია, ვიდრე საკვების მეშვეობით მიღებულის, სასურველია მისი დანამატის სახით მიღება, ექიმის რეკომენდაციით.