“სამწუხაროდ, სახელმწიფო არ განიხილავს ამ სფეროს, როგორც ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესს”, – ასე აფასებს კულტურის ყოფილი მინისტრი და “ისთერნ ფრომოუშენის” თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორების საქმიანობას.
მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს კარად გაცნობიერებული ის ეკონომიკური დოვლათი, რასაც ეს ინდუსტრია ქვეყნისთვის ქმნის.
“სამწუხაროდ, სახელმწიფო არ განიხილავს ამ სფეროს როგორც ერთ-ერთ ინდუსტრიას, მსხვილ ბიზნესს, ეს როგორც მაგალითად სასტუმროების ან იმ ბიზნესების შემთხვევაში ხდება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. არადა, ფესტივალები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი ალბათ, რომელიც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის გასააქტიურებლად და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ამას ფინანსური შემოსავლებიც მოწმობს. ბათუმის საცალო ვაჭრობიდან შემოსავალი ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვეში 2-3 მილიონს შეადგენს, ფესტივალის დღეებში ის 10-12 მილიონმდე იწევს, ხოლო ფესტივალის დასრულების შემდეგ, ისევ თავის ნიშნულს – 2-3 მილიონს უტოლდება. წარმოიდგინეთ რამხელა დამატებითი შემოსავალი შედის ადგილობრივ ეკონომიკაში”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.