Home რეგიონი უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ყვარლის მუნიციპალიტეტში.

არსებული ინფორმაციით- ქალაქ ყვარელში და სოფელ ბალღოჯიანში ადიდებულია მდინარეები, ადიდებულმა მდინარე დურუჯმა ნაწილობრივ დააზიანა ახლადმოწყობილი მიწაყრილის დამბა და დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სოფელ ბალღოჯიანში მდინარე ავანისხევი და მდინარე შოროხევი, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. ასევე, ინტენსიური წყლის დინების გამო არსებობდა მოსახლეობის დატბორვის საფრთხე.

27 მაისის დღის მეორე ნახევრიდან, ადგილზე მუშაობა დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა. კრიტიკულ ადგილებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა.
ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.